რეზონანსი
08.11.2025

წლების განმავლობაში, ეს ადამიანები შემჩნეულნი იყვნენ ისეთ საქმიანობაში, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, - განუცხადა ჟურნალისტებს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა, მტრულ საქმიანობაში მხარდაჭერისა და საბოტაჟის საქმეზე. მისივე თქმით, დღეს ეს ყველაფერი ხელის გულზე გამოდის.

„წლების განმავლობაში, ეს ადამიანები შემჩნეულნი იყვნენ ისეთ საქმიანობაში, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. დღეს ეს ყველაფერი ხელის გულზე გამოდის. არა ის, რომ ვთქვათ, გადმოცემით ვიცით, რომ კარდაკარ დადიოდნენ და ეუბნებოდნენ, სთხოვდნენ, მაგალითად ვიზა არ მიეცათ, სანქციები დაეწესებინათ და ა.შ. დღეს უბრალოდ ეს ყველაფერი საჯაროდ გამოდის და მათი პირით გვესმის ეს ყველაფერი, თორემ ახალი საზოგადოებისთვის არაფერი ხდება.

ქვეყნისთვის, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, კანონის უზენაესობისთვის აუცილებელია, რომ ამ პროცესს ჰქონდეს სამართლებრივი შეფასება“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, მტრულ საქმიანობაში მხარდაჭერისა და საბოტაჟის საქმის მტკიცებულებები, „ქრონიკამ“ გუშინ მოიპოვა, რითაც დასტურდება, რომ რადიკალებს ქვეყნის საშინაო საქმეები და გამოგონილი ამბები უცხოეთში გაჰქონდათ. ასევე, ორგანიზებული და მართული იყო აქციები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×