რეზონანსი
08.11.2025

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ. მოსამართლემ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა და ორივე ბრალდებულს მილიონ-მილიონი ლარის გადახდა დააკისრა. პროკურატურის განმარტებით, გირაო უზრუნველყოფს მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის ფორმალურ საფუძვლებს.

მოსამართლის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ „ლელოს“ ლიდერების უფლებადამცველები, ისინი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ.

ამავე სხდომაზე სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის, ელენე ხოშტარიას, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიასა და ზურაბ ჯაფარიძის წინა სასამართლო სხდომის თარიღზეც იმსჯელა და სხდომა 25 დეკემბერს, 13:00 საათზე დანიშნა.

საქართველოს პროკურატურაში 6 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ საბოტაჟის, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×