
ლიეტუვის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ეტაპი: Rheinmetall-მა ჩვენს ქვეყანაში საარტილერიო საბრძოლო მასალის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა დაიწყო, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქარხანა ქარხანა წარმოებას 2026 წელს დაიწყებს. „155 მმ-იანი ჭურვების დამამზადებელი ქარხანა წარმოებას 2026 წელს დაიწყებს, რაც გააძლიერებს ლიეტუვა-გერმანიის თანამშრომლობას, ჩვენს თავდაცვის ინდუსტრიებსა და რეგიონულ უსაფრთხოებას", - აღნიშნულია განცხადებაში.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბიბს, რომ ნაკლებად სავარაუდოა ევროპა ომისთვის ემზადებოდეს.
„როგორც ყოველთვის, ევროპულმა ბიუროკრატიამ აჩვენა თავისი დაგვიანებული რეაქცია თავისავე უსაფრთხოების განმტკიცებაზე. 2022 წლის თებერვლიდან, როცა რუსეთმა ღია აგრესია დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ, მომდევნო დღიდანვე უნდა დაეწყოთ ფიქრი.
ხომ ვხედავთ რა ხდება ბოლო პერიოდებში ბალტიისპირეთისა და ევროპის ქვეყნებთან მიმართებაში? როცა ე.წ. ამოუცნობი ან რუსული დრონები დაფრინავენ, რისი შეჩერებაც შეუძლებელია.
ლიეტუვის დამაკნინებლად უნდა ითქვას, რომ მათ სამხედრო თავდაცვა ნატოზეა დამოკიდებული, მაგრამ საკუთარი თვითმფრინავების ნაკლებობის თუ არარასებობის გამო, მათ სამხედრო აეროდრომებზე დგანან მაგალითად პორტუგალიის, ესპანეთის და უნგრეთის ავიახომალდები. კარგია მაინც დაგვიანებით რომ აკეთებენ რეაგირებას, თუმცა ასეთი დაგვიანებაც არ შეიძლება.
რაც შეეხება იმას, ემზადებიან თუ არა ომისთვის, არარეალურად მიმაჩნია იქიდან გამომდინარე, რომ თავად რუსეთს არ აქვს ამის პოტენციალი. ომს სჭირდება ფული, რაზეც ვიქტორ ორბანი საუბრობს ხოლმე. ამის გამოყოფას სჭირდება წევრი ქვეყნების თანხმობა. არამგონია ამაზე დიდი მონდომება იყოს",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".