რეზონანსი
05.11.2025

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, თუ ევროკავშირის ქვეყნები ვერ შეთანხმდებიან რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენებაზე, ევროპელებს უკრაინის დასაფინანსებლად დროებითი გამოსავლის პოვნა მოუწევთ.

სააგენტოს მტკიცებით, უკრაინას 2026-2027 წლებისთვის 130 მილიარდი ევრო სჭირდება, რაც მოიცავს როგორც ბიუჯეტის შევსებას, ასევე შეიარაღების შეძენას.

ევროკავშირი აღნიშნული თანხის მოსაპოვებლად კრედიტის აღებას და შემდგომში რუსული აქტივებით დაფარვას გეგმავდა, თუმცა ბელგია სამართლებრივი ნორმების დარღვევის გამო აქტივების გამოყენების წინააღმდეგია.

„თავდაპირველად ჩვენ ვგეგმავდით, რომ უკრაინისთვის დახმარება მომდევნო წლის მეორე კვარტლიდან გადაგვერიცხა. რაც უფრო გაჭიანურდება ახლა, მით უფრო გართულდება დახმარების გაწევა მომავალში. ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს შუალედურ პერიოდში გადარიცხვების საკითხს“, - ციტირებს სააგენტო ევროკომისარს ეკონომიკის საკითხებში ვალდის დომბროვსკისს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×