რეზონანსი
05.11.2025

პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით მანჩო გიორგობიანის დაკავებას ეხმიანება. როგორც იგი განმარტავს, გიორგობიანმა იცოდა, რომ მომხდარის გამო დაიჭერდნენ და წინასწარ შეიქმნა ფეიკ ალიბი, „რათა შემდეგ ემტკიცებინა, რომ შს მინისტრის ლანძღვის გამო დაიჭირეს და არა დანაშაულის“.

„მანჩო გიორგობიანმა დანაშაულის შემდეგ წინასწარ დაწერა ზღაპარი ფეისბუქზე, ფეიკ ალიბი, როცა მიხვდა რომ დაიჭერდნენ მომხდარის გამო, რათა შემდეგ ემტკიცებინა, რომ შს მინისტრის ლანძღვის გამო დაიჭირეს და არა დანაშაულის. ვის უნდა დაეჯერებინა ეს სისულელე, თუ არა ლიბერდებილებს, რომლებიც სერიოზული სახით ამტკიცებენ ამ იდიოტებზე გათვლილ მანიპულაციას, რომ თურმე გეკა გელაძის ლანძღვის გამო იჭერენ. ბარემ პოლიტპატიმარია სანამ მურუსიძის სასამართლო გვაქვსო, ამტკიცეთ და გამოშვება მოითხოვეთ. ხომ შეიძლება გაფუჭებული საათის პრინციპით მაინც ერთხელ რამე უკუღმა არ გაიგონ“, - წერს დობორჯგინიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×