რეზონანსი
04.11.2025

პირადად ჩემთვის და ჩვენთვის, საქართველოს პროევროპული უმრავლესობისთვის, უმძიმესი დღე დადგა! - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ევროკომისიის მიერ დღეს წარმოდგენილ გაფართოების ანგარის ეხმაურება.

მისი თქმით, ორი წლის წინ ზარზეიმით მიღებული კანდიდატის სტატუსი, დღეს ევროკავშირმა ბუტაფორიად შეაფასა და პრაქტიკულად გაგვიყინა.

სალომე ზურაბიშვილი ევროპული გზის დასაცავად მოქალაქეებს რუსთაველზე გამოსვლისკენ მოუწოდებს.

„„ქართული ოცნების" ანტი ქართულმა, ანტი ევროპულმა და რუსულმა პოლიტიკამ მოსალოდნელი და ქვეყნისთვის ტრაგიკული შედეგი გამოიტანა. ორი წლის წინ ზარზეიმით მიღებული კანდიდატის სტატუსი, დღეს ევროკავშირმა ბუტაფორიად შეაფასა და პრაქტიკულად გაგვიყინა.

ნათლად და დეტალურად აღწერა კომისიამ , თუ როგორ - ყველა მიმართულებით- საქართველო ჩამოაშორა ქართულ ოცნებამ ევროპულ პრინციპებს, გზას და მის მომავალს.

ამას ვერ დავუშვებთ ! ვერ შევეგუებით სახელმწიფოს ამგვარ მიტაცებას, მის ორიენტაციის შეცვლას და ამ ისტორიულ შანსის ხელიდან განზრახ გაშვებას.

ეს რეჟიმი ვიცით არაფერს გამოასწორებს, არცერთ რეფორმას არ ჩაატარებს, ანტიევროპულ რიტორიკას არ შეეშვება და რუსული კარნახით გააგრძელებს უკუსვლას.

ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ გზაზე დაბრუნება მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული! პროტესტის გაძლიერება, ერთობის გაძლიერება და თავისუფალი არჩევნების გარდა გზა ევროპისკენ არ იქნება!

ამიტომ ყველა გამოვიდეთ უნდა და რუსთაველიდან ვუპასუხოთ! კიდევ ერთხელ ჩვენი ევროპული ხმა გავაგონოთ! ჩვენი ევროპული გზა დავიცვათ!!! არ შევეგუებით!", - წერს სალომე ზურაბიშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×