რეზონანსი
04.11.2025

უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და კას­პის რა­ი­ონ­ში. ერთ-ერთ სო­ფელ­ში 73 წლის კაც­მა 11 წლის ბიჭი გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა. პენ­სი­ო­ნე­რი პო­ლი­ცი­ამ უკვე და­ა­კა­ვა. მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში დად­გინ­და, რომ და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბულ­მა პირ­მა, არას­რულ­წლო­ვა­ნი თა­ნა­სოფ­ლე­ლი ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მ.ნ. კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში, მის­სა­ვე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვეს. არას­რულ­წლო­ვა­ნის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის და სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ქმე­დე­ბის ფაქ­ტებ­ზე და­კა­ვე­ბულ 73 წლის მა­მა­კაცს ბრალ­დე­ბა უკვე წა­რედ­გი­ნა. ის ად­ვო­კატ­მაც მო­ი­ნა­ხუ­ლა.

"შევ­ხვდი ბრალ­დე­ბულს, ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა ორი მუხ­ლით, 137-ე და 138-ე მუხ­ლით, დად­გე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს. სხვა დე­ტა­ლებს, გა­მო­ძი­ე­ბის და თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვერ გე­ტყვით", - განუცხადა "ტვ პირ­ველს" მა­რი­ამ ინ­დუ­აშ­ვი­ლმა.

სო­ფელ­ში, სა­დაც შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და, ამ­ბო­ბენ, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი მე­ზობ­ლე­ბი იყ­ვნენ.

"დღეს გა­ვი­გე ეს ამ­ბა­ვი და შო­კი­რე­ბუ­ლი ვარ. ის ბავ­შვი ჩვე­ნი ნა­თე­სა­ვია. რო­გორ გა­ა­კე­თა ეს არ ვიცი, იძა­ლა­დაო, ამ­ბო­ბენ. რო­გორ გა­უ­ბე­და კა­რის მე­ზო­ბელს?! ბავ­შვი შე­უ­ტყუ­ე­ბია, ხბოს გა­ჩუ­ქე­ბო და შე­უყ­ვა­ნია სახ­ლის სარდაფში. 

როცა ეს საშინელი ამბავი მოხდა, ამ კაცის ოჯახის წევრები სახლში იყვნენ, მათ შორის ცოლიც, მაგრამ ვერაფერი გაიგეს. მერე ბავშვმა გაბედა და სახლში მოჰყვა ამის შესახებ.

სა­ცო­და­ვად გა­ზარ­და დე­დამ ეს ბავ­შვი, ობ­ლად. ასე­თი რამ რო­გორ გა­ა­კე­თა?! ეგე­თი ადა­მი­ა­ნი უნდა გა­ა­ძე­ვო აქე­დან. შიშთ ვერ უნდა გა­მო­ვი­დეთ გა­რეთ? სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა უნდა მი­ე­სა­ჯოს" - განუცხადეს "ტვ პირველს" ად­გი­ლობ­რი­ვე­ბმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×