რეზონანსი
04.11.2025

ციხეში არ სხედან ოპოზიციონერები, ექიმები, იურისტები თუ ინჟინრები, ციხეში სხედან დამნაშავეები, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ვინც ამას ვერ აცნობიერებს, ის ვერ აცნობიერებს კანონის უზენაესობას, როგორც ღირებულებას.

„ციხეში არ სხედან ოპოზიციონერები, ექიმები, იურისტები თუ ინჟინრები, ციხეში სხედან დამნაშავეები. ვინც ამას ვერ აცნობიერებს, ის ვერ აცნობიერებს კანონის უზენაესობას, როგორც ღირებულებას. როდესაც ევროკომისარი ასეთი დაბალი ღირებულებებით საუბრობს და ადამიანებს გამოარჩევს პოლიტიკური კუთვნილებით თუ სხვა კუთვნილებით, ეს აჩვენებს, რომ მას ან არ ესმის რას ნიშნავს კანონის უზენაესობა, ან ესმის და მანიპულირებს, ან უნდა ზემოქმედება კანონის უზენაესობაზე. ერთიც და მეორე პასუხიც არის, რა თქმა უნდა, კატასტროფული. ამიტომ, ესეც ერთ-ერთი შედეგი და მტკიცებულება რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ იმის ფონზე, ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლისა, რომელიც დღევანდელი განცხადებებით უკვე აშკარაა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×