რეზონანსი
03.11.2025

საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ბოლო პერიოდში ევროკავშირის მხრიდან ხშირად ისმის ტენდენციური და არაობიექტური შეფასებები, რაც შესაძლოა ასახული იყოს ანგარიშშიც.

„ბოლო პერიოდში ვაკვირდებით, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს შესახებ ნაკლებად კეთდება ობიექტური შეფასებები. ძირითადად, შეფასებები ტენდენციურია. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ეს ანგარიში იქნება პოზიტიური საქართველოს მიმართ და ასახავს იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რა პროგრესიც აქვს საქართველოს," - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე განცხადებით, ამ მოსაზრებას საფუძვლად უდევს ევროკავშირის მიერ წლის განმავლობაში გაკეთებული კომენტარები და გადადგმული ნაბიჯები,-

„ამის ვარაუდი ჩვენ უკვე შეგვიძლია, მთელი წლის განმავლობაში ევროკავშირის მხრიდან გაკეთებული განცხადებებისა და გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე. თუმცა, დაველოდოთ თავად ანგარიშს და შემდგომ უკვე შევხედავთ, თუ რამდენად ობიექტურად იქნება მასში ასახული საქართველოს პროგრესი, ის ნაბიჯები, რაც საქართველომ გადადგა, ის განვითარება, რასაც ერთი წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა საქართველოში; რაც ასახულია სხვადასხვა რეიტინგებში, სხვადასხვა ციფრებში, ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაში. თუმცა, ვნახოთ, ეს როგორ იქნება ასახული ევროკავშირის ანგარიშში." - განაცხადა მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×