რეზონანსი
03.11.2025

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, ლესლი ბეარმან ლამმა, ხელი მოაწერეს სასესხო შეთანხმებას საქართველოსთვის 200 მლნ ევროს ოდენობის გრძელვადიანი ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

შეთანხმება ითვალისწინებს სოფლად სტანდარტის შესაბამისი წყლის მდგრადი სისტემების მშენებლობასა და რეაბილიტაციას.

ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული პროგრამა არის აზიის განვითარების ბანკის შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების (RBL) მექანიზმის გამოყენების პირველი შემთხვევა საქართველოში.

პროგრამის აღმასრულებელ უწყებას წარმოადგენს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ხოლო პროგრამის განმახორციელებელ უწყებას - შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×