
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კორუფციასთან ბრძოლა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მათივე თქმით, ქვეყნის ხელისუფლებამ ამ მიმართულებით არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადადგა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება და მთავრობის პოლიტიკა ნებისმიერი კანონდამრღვევის მიმართ მკაცრი იქნება.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი ამბობს, რომ ყველა რწმუნდება, რომ კორუფციასთან ბრძოლა კამპანიური ხასიათის არ არის და ის გაგრძელდება.
„ვიღაცებს ეგონათ, რომ კორუფციასთან ბრძოლა შეიძლება იყო კამპანიური ხასიათის, მოკლევადიანი, რაღაც მოკლე ბენეფიტის მისაღებად და მოსახლეობის მოსახიბლად. მაგრამ, ნელ-ნელა მგონი ყველა რწმუნდება, რომ ეს კამპანიური ხასიათის არ არის და ის გაგრძელდება და იქნება მუდმივად, როგორც ძველ საქმეებზე, მაგრამ განსაკუთრებით თუ მომავალში ვინმე დაფიქრდება ამაზე“, - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.