რეზონანსი
01.11.2025

ბრანდენბურგის მიწის პარლამენტის წევრმა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“-დან ლარს გიუნტერმა და ქალაქ ბად-ფრაიენვალდის ადგილობრივი საბჭოს თავმჯდომარემ ბრანდენბურგის სახელმწიფო პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, საჩივრის შეტანის მიზეზი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს საფოსტო ხმების დათვლის შედეგებია. პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ქალაქის ადმინისტრაციას დარღვევებში ადანაშაულებს და განმეორებითი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

ამ ინფორმაციას ეხმიანება “ალტერნატივა გერმანიისთვის” წევრი, რენე სპრინგერი, რომლის განმარტებითაც, 19 ოქტომბერს გამართულ მერის არჩევნებში, 12 საარჩევნო ოლქის დათვლის შემდეგ, მათი პარტიის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი ფრანკ ფეტელი, ხმების 54.7%-ით ლიდერობდა. საფოსტო ბიულეტენებმა ვითარება მმართველი „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ კანდიდატის ულრიკე ჰაიდემანის სასარგებლოდ შეცვალეს და ჰაიდემანმა 160 ხმის გაიმარჯვა.

ოპოზიციურ პარტიაში მიიჩნევენ, რომ სწორედ ფოსტის საშუალებით ხმის მიცემისას მოხდა მასიური დარღვევები.

„როგორც ჩანს, არა მხოლოდ „ალტერნატივა გერმანიისთვის“, არამედ საზოგადოებრივი წესრიგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და ქალაქ ბად-ფრაიენვალდის საარჩევნო კომისრის მოადგილემ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე საკუთარი ქალაქის ადმინისტრაციის წინააღმდეგ არჩევნების გაყალბების ეჭვის საფუძველზე და ამავდროულად 2025 წლის 31 ოქტომბერს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადეს. ეს უკიდურესად საგანგაშოა და მოითხოვს პროკურატურის მიერ საფუძვლიან გამოძიებას“, - წერს რენე სპრინგერი სოციალურ ქსელ X-ში.

ქალაქის ადმინისტრაციის ცნობით, არჩევნების მეორე ტურში 400-ზე მეტი ბიულეტენი ორჯერ გაიგზავნა, ზოგიერთ შემთხვევაში მოქალაქეებმა ბიულეტენები მათი მოთხოვნის გარეშე მიიღეს.

„მერის მოადგილემ „ტექნიკურ შეცდომაზე“ ისაუბრა დამაჯერებელი ახსნა-განმარტების გარეშე, - აღნიშნა რენე სპრინგერმა.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×