რეზონანსი
31.10.2025

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჭოუ ციენთან შეხვედრა გამართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს.

„შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ამ მიმართულებით პარტნიორობა დინამიკურად ვითარდება.

შეხვედრის დასასრულს გეკა გელაძემ ჭოუ ციენს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×