რეზონანსი
31.10.2025

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, ხვალ ვაკის რაიონში, რიგ ქუჩებს დღის 12:00 საათიდან 1-ელი ნოემბრის საღამოს 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება.

„31 ოქტომბერს, კომპანია ვაკის რაიონში, გალის ქუჩა N14-ის მიმდებარედ, სატუმბო სადგურზე, ტუმბო აგრეგატების გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს 31 ოქტომბერს, დღის 12:00 საათზე დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 31 ოქტომბერს, დღის 12:00 საათიდან 1 ნოემბრის საღამოს 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

გოგებაშვილის ქუჩას და შესახვევებს, გალის, თერგის, კერესელიძის, ბელინსკის, მაყაშვილის, გუნიას, უმიკაშვილის, ლარსის, რჩეულიშვილის, ჯაფარიძის და ჟვანიას ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.

დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით“, - ნათქვამია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×