რეზონანსი
31.10.2025

„გალფის“ ბიზნესის განვითარების მენერეჯემა, შავლეგ მიშველაძემ განათლების რეფორმის თემაზე პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრა შეაფასა. მისი განცხადებით, ამ კონტექსტშტი ბიზნესთან დიალოგი აუცილებელია.

„ჩვენ ვართ ის მხარე, ვინც უნდა დაასაქმოს დღევანდელი სტუდენტი ხვალ, ზეგ და მაზეგ. რთულად მოძებნით ადამიანს, ბიზნესკომპანიას თუ ფიზიკურ პირს, რომელიც იტყვის, რომ ყველაფერი კარგად არის განათლების სფეროში და არ გვჭირდება არაფრის ცვლილება. ჩვენც ამ კონტექსტში ვაპირებთ, რომ აქტიურად ვითანამშრომლოთ და ერთად შევქნათ ის გარემო, რაც სწორ შედეგამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა შავლეგ მიშველაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის კონცეფცია დღეს, ბიზნეს-ასოციაციის წევრებთან განიხილა. მთავრობის მეთაურმა ბიზნესთან განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და რეფორმის კონცეფციით გათვალისწინებულ ამოცანებზე დეტალურად ისაუბრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×