რეზონანსი
31.10.2025

ზამთრის მოახლოება მძღოლებისგან შესაბამისი ზომების მიღებას საჭიროებს. ყველამ, ვინც მაღალმთიან რეგიონებში აპირებს მოგზაურობას, უნდა გაითვალისწინოს ამ გზის მოძრაობის წესები და ნიუანსები. სწორედ ამისთვის, აუცილებლად უნდა დარწმუნდეთ თქვენი ავტომობილის მზაობაში, რადგან თოვლიან და მოყინულ გზებზე, უსიამოვნო შემთხვევების ასარიდებლად, მას შესაფერისი მომზადება სჭირდება. დღევანდელ ბლოგში გაგიზიარებთ, რამდენიმე რჩევას, როგორ მოამზადოთ თქვენი ავტომობილი თოვლიანი გზებისთვის.

ზამთრის პირობებისთვის ავტომობილის ტექნიკური მომზადება

ზამთრის სიცივე და ტენიანობა ქმნის გარემოს, სადაც ავტომობილის მცირე გაუმართაობაც კი შესაძლოა სერიოზულ პრობლემად გადაიქცეს. მანქანის რამდენიმე ნაწილი, წელიწადის ამ დროს, განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.

საბურავები

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი საბურავებია. სიცივეში ზაფხულის საბურავის გამოყენება არაა რეკომენდირებული, რადგან ამ დროს საბურავი ვერ ახერხებს კარგად მოჭიდებას და კარგავს თავის თვისებებს, რის შედეგადაც ხისტი ხდება, შესაბამისად მოცურების საშიშროება იზრდება. 

თეგეტა მოტორსის მაღალი ხარისხის ზამთრის საბურავები კი სპეციალურად დამუშავებული მასალისგანაა შექმნილი და აქვს სპეციალური პროტექტორი, რომელიც გამოყოფილი ბლოკებითა და ზიგზაგური ჭრილებით გამოირჩევა. ამის გამო ზამთრის საბურავი, რთულ კლიმატურ პირობებში, ეფექტურად ეჭიდება ზედაპირს და, შესაბამისად, უსაფრთხო გადაადგილებაში გეხმარებათ.

ხოლო თუ შედარებით რთულ გზებზე აპირებთ სიარულს, მაშინ მოცურების საწინააღმდეგო საბურავის ჯაჭვი თქვენთვის აუცილებელი ატრიბუტია. თოვლიან ან გაყინულ გზებზე ისინი მნიშვნელოვნად ზრდიან საბურავის მოჭიდებას და მოსრიალების რისკს ამცირებენ. ჯაჭვების გამოყენება შესაძლებელია როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის საბურავებზე, თუმცა მაქსიმალური ეფექტურობა მიიღწევა მაშინ, როცა ისინი ზამთრის საბურავებზეა დამონტაჟებული.

ანტიფრიზი 

ყინვისგან ძრავის დაცვა ანტიფრიზით იწყება. აუცილებლად შეამოწმეთ მისი დონე და ხარისხი. თუ უკვე დიდიხანია იყენებთ ან ფერი აქვს შეცვლილი, უმჯობესია გამოცვალოთ. გაითვალისწინეთ, რომ საქართველოს პირობებში ანტიფრიზი -15-20 გრადუს ტემპერატურაზე არ უნდა იყინებოდეს.

აკუმულატორი

ცივი ამინდი ყველაზე ცუდად შესაძლოა აკუმულატორის მუშაობაზე აისახოს. 

სასურველია, ზამთრის დადგომამდე, საგულდაგულოდ შეამოწმოთ აკუმულატორი და საჭიროების შემთხვევაში გამოცვალოთ. დარწმუნდით, რომ ტერმინალები სუფთაა და კოროზიით არ არის დაფარული. თუ აკუმულატორი 3-4 წელზე ძველია, ღირს მისი დატესტვა ან ახალი მოდელის დაყენება, რათა სიცივეში არ შეგექმნათ პრობლემა.

მუხრუჭები, ფარები და მინის საწმენდები

ზამთარში ხილვადობა ხშირად მცირდება. თოვლი, ნისლი და ადრეული დაბნელება უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს. შეამოწმეთ, რომ ფარები მუშაობს გამართულად და საჭიროების შემთხვევაში გაწმინდეთ ან შეცვალეთ ნათურები. მინის საწმენდები უნდა იყოს ელასტიური და არ უნდა ტოვებდეს ზოლებს, რათა ხილვადობა კარგი იყოს. მუხრუჭების შემოწმებაც არ უნდა გამოგრჩეთ, რადგან ყინულიან ზედაპირზე მათი გამართულობა გადამწყვეტია.

უსაფრთხო მგზავრობისთვის საჭირო რჩევები

თოვლიანი გზები ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს მძღოლის მხრიდან. პირველ რიგში, შეამცირეთ სიჩქარე და მოერიდეთ მკვეთრ აჩქარებასა და დამუხრუჭებას, რადგან მოყინულ გზაზე ყველა მოძრაობა უნდა იყოს გააზრებული. შეინარჩუნეთ გაზრდილი დისტანცია წინ მდგომ ავტომობილთან, რადგან სრიალა ზედაპირზე გაჩერებას უფრო მეტი მანძილი სჭირდება. 

თუ მანქანა მოგისრიალდათ, არ დააჭიროთ ძლიერ მუხრუჭს. მსუბუქად მოატრიალეთ საჭე სრიალის მიმართულებით, სანამ კონტროლს აღიდგენთ. სასურველია საწვავის, თბილი ტანსაცმლისა და მცირე საკვების მარაგიც,  მოულოდნელი გაჩერების შემთხვევისთვის.

შეჯამება

ზამთარში სამგზავრო უსაფრთხოების ზომების მიღება ყოველთვის იწყება სწორად ავტომობილის შემოწმებით. თოვლიანი და მოყინული გზები მძღოლისგან მეტ სიფრთხილესა და ყურადღებას მოითხოვს, თუმცა ტექნიკურად გამართული მანქანა, შესაბამისი საბურავები და შესაბამისი წესების დაცვა საშუალებას მოგცემთ, მშვიდად და უსაფრთხოდ მიხვიდეთ დანიშნულების ადგილამდე. ნუ გადადებთ შემოწმებას ბოლო წუთამდე, ზამთრისთვის მზადყოფნა მხოლოდ ერთჯერადი ნაბიჯი არ არის, არამედ თქვენი უსაფრთხოების ყოველდღიური გარანტია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×