რეზონანსი
31.10.2025

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გერმანიის მთავრობამ უარყო, რომ პეტერ ფიშერს მამუკა ხაზარაძისგან ბინა ჰქონდა ნაქირავები.

„რთული ასახსნელია, რატომ დაუმალა გერმანიის საგარეო უწყებამ თავისივე გერმანელ დეპუტატებს ის ფაქტი, რომ გერმანიის ელჩი რეზიდენციას ქირაობს მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრისგან, კონკრეტულად მეუღლისგან. ჩვენი საელჩო მიაწვდის ამ ინფორმაციას იმ დეპუტატებს, რომლებმაც ეს კითხვა დასვეს. ასევე მიაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გერმანიის საგარეო უწყებამ ამ შემთხვევაში ბოლომდე არ გასცა პასუხი და დამალა რეალურად ის ფაქტი. ვფიქრობ, რომ გერმანიის საგარეო უწყებაში თვითონაც ხვდებიან, რომ ის კონკრეტული ნაბიჯები, განცხადებები, ფაქტები, რომლებზეც ჩვენ ამდენ ხანს ვსაუბრობდით, მართლაც არ შეესაბამება დიპლომატიური ეტიკეტს და ამის გამო ცდილობენ, რომ ახლა საკუთარ დეპუტატებს არ მიაწოდონ სრული ინფორმაცია იმისთვის, რომ არ მიიღონ საკუთარი დეპუტატებისგან კრიტიკა“, - განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, როგორც ცნობილია, გერმანული პარლამენტიდან გაგზავნილ კითხვებს, მთავრობამ არასრულად უპასუხა. აღიარეს, რომ საქართველოში მოქმედ არასამთავრობოებს აფინანსებენ, თუმცა დეტალები არ გაასაჯაროვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×