რეზონანსი
31.10.2025

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დაკავებით გაოგნებულია, - აღნიშნულის შესახებ მისმა ადვოკატმა გოჩა კვირიკაშვილმა დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

„პოზიციას მას შემდეგ მოგახსენებთ, რაც ბრალს წაუყენებენ. არ იცის თვითონაც, გაოგნებულია. ძალიან მხნედ არის, რასაც ედავებიან, ის მის კომპეტენციაში შედიოდა თუ არა, ამას გავარკვევთ. რის საფუძველზეა დაკავებული, აქვთ თუ არა მტკიცებულებები, ამას მას შემდეგ გავიგებთ, რაც საქმის მასალებს გავეცნობით. მინისტრს ჰყავს მოადგილეები, კონკრეტულად მის კომპეტენციაში შედიოდა თუ არა რასაც ედავებიან, არ იცის. ის ქუთაისში დააკავეს, დაკითხული არ არის“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, კობა გაბუნია დააკავეს. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×