
მინდა, გაგიზიაროთ კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ბაზრის კვლევის ელექტრონული მეთოდის დანერგვას. ეს ინიციატივა გამორიცხავს გარიგებებს შემსყიდველ ორგანიზაციასა და შესაბამის კომპანიებს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ყველაფერი იქნება სრულად გამჭვირვალე. შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება სრულად სამართლიანი კონკურენცია.
„ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ კორუფციასთან ბრძოლაზე. ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა გასული რამდენიმე თვის განმავლობაში. მინდა, გაგიზიაროთ კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ბაზრის კვლევის ელექტრონული მეთოდის დანერგვას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც გამორიცხავს გარიგებებს შემსყიდველ ორგანიზაციასა და შესაბამის კომპანიებს შორის. ყველაფერი იქნება სრულად გამჭვირვალე. შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება სრულად სამართლიანი კონკურენცია. მთლიანად იქნება დაზღვეული შესაბამისი გარიგებები. ეს უზრუნველყოფს ხარჯეფექტიანობის გაუმჯობესებას და, საბოლოო ჯამში, აისახება შესრულებული სამუშაოების ხარისხზეც“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.