რეზონანსი
31.10.2025

29 ოქ­ტომ­ბერს გვი­ან ღა­მით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ანა­გა­ში. მა­მა­კაც­მა მე­გო­ბა­რი მოკ­ლა, ყო­ფი­ლი ცოლი კი დაჭ­რა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა კა­ხეთ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბი­სა და მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე 43 წლის ზურა ზუ­რაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს.

სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ზე ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცი თე­მურ (დე­მურ) ღვე­დაშ­ვი­ლია, დაჭ­რი­ლი ქალი კი ნა­თია კან­დე­ლა­კიშ­ვი­ლი. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ და ნა­თელ­მი­რო­ნო­ბაც აკავ­ში­რებ­დათ. ღვე­დაშ­ვი­ლი ცი­ხი­დან რამ­დე­ნი­მე დღის გა­მო­სუ­ლი იყო.

ის და დაჭ­რი­ლია ქალი ბოლო რამ­დე­ნი­მე პე­რი­ოდ­ში ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ, მას მერე, რაც მა­მა­კა­ცი პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. და­კა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის ახ­ლობ­ლის თქმით, კან­დე­ლა­კიშ­ვი­ლი და ზუ­რაშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­შორ­დნენ ერ­თმა­ნეთს.

"ბრალ­დე­ბუ­ლი და მოკ­ლუ­ლი მე­გობ­რობ­დნენ, მათი ურ­თი­ერ­თო­ბა უკი­დუ­რე­სად მას შემ­დეგ გარ­თულ­და, რაც გა­ირ­კვა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის ყო­ფილ ცოლ­თან მოკ­ლულს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და".

და­ნა­შა­უ­ლი მოკ­ლუ­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში მოხ­და. "კუ­რი­ე­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ზუ­რაშ­ვი­ლი ღვე­დაშ­ვილ­თან მი­ვი­და, ისი­ნი ერ­თმა­ნეთს ეზო­ში შეხ­ვდნენ, ად­გილ­ზე იყო ნა­თია კან­დე­ლა­კიშ­ვი­ლიც. რამ­დე­ნი­მე წუ­თი­ა­ნი სა­უბ­რის შემ­დეგ 43 წლის მა­მა­კაც­მა გულ-მკერ­დის არე­ში ჯერ მე­გო­ბარს ეს­რო­ლა, შემ­დეგ კი ყო­ფი­ლი ცოლი დაჭ­რა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი უყ­ვე­ბი­ან, რომ მოკ­ლუ­ლი კაცი სხვა საქ­მე­ზე პა­ტიმ­რო­ბა­ში თით­ქმის 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და ციხე რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ტო­ვა, რის მე­რეც მან და და­კა­ვე­ბუ­ლის ყო­ფილ­მა ცოლ­მა ერ­თად ცხოვ­რე­ბა გა­და­წყვი­ტეს.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×