რეზონანსი
31.10.2025

თუ „სტამბოლის კონვენციის“ მიერთება დემოკრატიის წინსვლად და ადამიანის უფლებების დაცვად ითვლება, სტამბოლის კონვენციიდან გამოსვლა დემოკრატიის უკუსვლა არ არის? - წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, რომელიც ეხმიანება ლატვიის სეიმის გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭიროს "სტამბოლის კონვენციიდან" გამოსვლას.

მისი განცხადებით, როცა ამ ნაბიჯს ლატვია დგამს, მას არავინ აკრიტიკებს, მხოლოდ საქართველოს კრიტიკა შეიძლება თუნდაც იმის გამო, რომ ფუნდამენტური უფლება გამოიყენა და სასამრთლოს მიმართა.

"თუ „სტამბოლის კონვენციის“ მიერთება დემოკრატიის წინსვლად და ადამიანის უფლებების დაცვად ითვლება, სტამბოლის კონვენციიდან გამოსვლა დემოკრატიის უკუსვლა არ არის? თუ დამავიწყდა — როცა ამას ლატვია აკეთებს, მათ არავინ გააკრიტიკებს… მხოლოდ საქართველო შეიძლება აკრიტიკო, თუნდაც იმის გამო, რომ სასამართლოს მიმართა და გამოიყენა ფუნდამენტური უფლება, რისი წართმევაც აქამდე დაუშვებელი გვეგონა", - წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×