
"ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის "დიპ სტეიტთან" დამოკიდებულებაზე, გადაცემაში "იმედი LIVE" ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ტრამპის ბაქიბუქის" უკან რეალური ბრძოლა არ დგას. 
შაქარიშვილის განცხადებით, საკმარისზე მეტი დრო გავიდა იმისთვის, რომ გამოჩენილიყო, პრეზიდენტი ტრამპი არათუ ებრძვის ოლიგარქიულ ოჯახებს, არამედ, მათი ინსტრუმენტის - "დიპ სტეიტის" დავალებებს ასრულებს.
"სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ხელისუფლება კვლავ არის ევრო-ამერიკულ ისტერიაში და ილუზიაში, აგრძელებს რა რიტორიკას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, გამოხატავს რა იმედს, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან  ურთიერთობის გადატვირთვასთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც საკმარისზე მეტი დრო გავიდა იმისათვის, რომ გამოჩენილიყო, პრეზიდენტ ტრამპის ბაქიბუქის უკან, რეალური ბრძოლა "დიპ სტეიტთან" არ დგას, არამედ, უფრო მეტიც - პრეზიდენტი ტრამპი დღემდე ასრულებს ამ ოლიგარქიული ოჯახების და მათი ინსტრუმენტის - "დიპ სტეიტის" დავალებებს," - აღნიშნა ვატო შაქარიშვილმა.