
"სანამ ესენი არ მომკლავენ, მე არ გავჩერდები და არც გავჩუმდები" - ამის შესახებ არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა განაცხადა.
ის ცოტა ხნის წინ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდა.
მისი თქმით, ის თავის პოზიციაზე ბოლომდე იდგება.
მე ვარ ჩემს პოზიციაზე და ვიდგები ამ პოზიციაზე ბოლომდე. ვიდგები საქართველოს სადარაჯოზე, ვიდგები ეკლესიის სიწმინდის სადარაჯოზე, ამიტომ მე არც წართმევით და არც მოცემით არავის არაფერს არ დავუთმობ და სანამ მე ცოცხალი ვარ, სანამ ესენი არ მომკლავენ, მანამდე მე არ გავჩერდები და არც გავჩუმდები, ეს არის ჩემი პოზიცია. არავის არ ვეწინააღმდეგები, უბრალოდ მე ჯიუტად ვდგავარ ქრისტეს გზაზე," - განაცხადა მამა დოროთემ.