
ევროკავშირს კარგი დღეები რომ არ უდგას, ფაქტია და ამაზე უბრალო სტატისტიკაც მეტყველებს - ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი (მშპ) 1990 წელს 6,51 ტრილიონი გახლდათ, 2008 წელს 19,23 ტრილიონი, 2024 წელს 19,42 ტრილიონი, - წერს "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ევროკავშირის მშპ-ს სზრდა მას შემდეგ გაჩერდა, რაც 2008 წელს, "დიფ სთეითმა" საკუთარ თავზე აიღო ევროპის მართვა, შესაბამისად, თუ ასე გაგრძელდა, ევროკავშირი, როგორც ეკონომიკურ-პოლიტიკური გაერთიანება, საკუთარ სახეს დაკარგავს. ნიკოლეიშვილის თქმით, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ევრობიუროკრატების გაკოტრებულ კავშირში საქართველოს არაფერი ესაქმება.
"ევროკავშირს კარგი დღეები რომ არ უდგას, ფაქტია და ამაზე უბრალო სტატისტიკაც მეტყველებს - ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი (მშპ) 1990 წელს 6,51 ტრილიონი გახლდათ, 2008 წელს 19, 23 ტრილიონი, 2024 წელს 19,42 ტრილიონი. ზრდის მაჩვენებელი რეალურად გაჩერებულია, სწორედ 2008 წლის შემდეგ, როცა ევროპის მართვა „დიფ სტეიტმა“ მარიონეტი ლიდერებით თავის თავზე აიღო. თუ ასე გააგრძელეს (და გააგრძელებენ!) ევროკავშირი საერთოდ დაკარგავს თავის სახეს, როგორც ეკონომიკურ-პოლიტიკური გაერთიანება, რაც როგორც ჩანს მათი ავანტიურისტი ლიდერების ხელში გარდაუვალი გახდება. აი, კიდევ ერთი ფაქტი იმისა, შანტაჟისტი ევრობიუროკრატების გაკოტრებულ ევროკავშირში ჩვენ რომ არაფერი არ გვესაქმება", - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.