რეზონანსი
30.10.2025

გუ­შინ გვი­ან ღა­მით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ანა­გა­ში, სა­დაც მა­მა­კაც­მა სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან ორ ადა­მი­ანს ეს­რო­ლა, რო­მელ­თა­გა­ნაც ერთი გარ­და­იც­ვა­ლა. დღეს კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა კა­ხეთ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბი­სა და მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე 43 წლის მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს.

სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ზე ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი.

მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცი და დაჭ­რი­ლია ქალი ბოლო რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ. მას მერე, რაც მა­მა­კა­ცი პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

და­კა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის ახ­ლობ­ლის თქმით, ბრალ­დე­ბუ­ლი დაჭ­რი­ლი ქა­ლის ყო­ფი­ლი ქმა­რია. ისი­ნი რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­შორ­დნენ ერ­თმა­ნეთს.

"ბრალ­დე­ბუ­ლი და მოკ­ლუ­ლი მე­გობ­რობ­დნენ, მათი ურ­თი­ერ­თო­ბა უკი­დუ­რე­სად მას შემ­დეგ გარ­თულ­და, რაც გა­ირ­კვა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის ყო­ფილ ცოლ­თან მოკ­ლულს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და".

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტის მო­ყო­ლი­ლი­დან ირ­კვე­ვა, რომ მოკ­ლუ­ლი კაცი სხვა საქ­მე­ზე პა­ტიმ­რო­ბა­ში თით­ქმის 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და ციხე რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ტო­ვა, რის მე­რეც მან და და­კა­ვე­ბუ­ლის ყო­ფილ­მა ცოლ­მა ერ­თად ცხოვ­რე­ბა გა­და­წყვი­ტეს.

"ცი­ხი­დან რამ­დე­ნი დღის წინ გა­მო­ვი­და, მე რო­გორც ვიცი, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე მუ­ქა­რებს უთ­ვლი­და ბრალ­დე­ბულს. ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი ვფიქ­რობთ, რომ ამან და­ას­წრო და მოკ­ლა. მარ­თა­ლია ცოლ-ქმა­რი გა­შო­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ ყო­ფილ ქმარს შე­რი­გე­ბა სურ­და, თუმ­ცა ქალი უარ­ზე იყო. ღამე ზუს­ტად რა მოხ­და, არა­ვინ იცის. რო­გორც გა­ვი­გე, მოკ­ლუ­ლის ოჯახ­ში იყ­ვნენ და იქ ეს­რო­ლა ორი­ვეს. ქალი სა­ა­ვად­მყო­ფო­შია. მა­მა­კა­ცი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა", - ამ­ბობს ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×