რეზონანსი
30.10.2025

"ხალხის ძალის" წევრი, ლევან კოჭლოშვილი, არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის განცხადებებს და ქმედებებს სოციალურ ქსელში აფასებს. 

კოჭლოშვილის თქმით, ადამიანი, რომელიც ქართულ ეკლესიას ჩირქს ცხებს და სხვის შვილებს ლგბტ აქტივისტებთან ერთად დგომისკენ მოუწოდებს, თავად კი უცხოურ ძალებს ემსახურება, არც სასულიერო პირია და არც ქართველი.

"დოროთე ყურაშვილი -ადამიანი, რომელიც ქართულ ეკლესიას ჩირქს სცხებს, სხვის შვილებს LGBT აქტივისტებთან დგომისკენ მოუწოდებს და უცხოური გავლენის ძალებს ემსახურება - არც მამაოა, არც მამა და არც ქართველი!" - წერს ლევან კოჭლოშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×