რეზონანსი
30.10.2025

ახლა მუდმივად მადანაშაულებენ, რატომ არ ვიმოქმედე უფრო ძალისმიერად 2011-2012-ში, როცა ვხვდებოდი იმ საფრთხეს, რომელსაც წარმოადგენდა ივანიშვილი. სინამდვილეში, ყველაფერი გავაკეთე, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ხალხისთვის ამეხსნა, რა ელოდა ივანიშვილის არჩევის შემთხვევაშ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის თქმით, ის და ივანიშვილი რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

„მეტის გაკეთება იმას დაემსგავსებოდა, როცა შენს შეყვარებულს სხვაზე უჭირავს თვალი და შენ ამისთვის სცემო, დაასახიჩრო და სახლში ჩაკეტო. ივანიშვილი რომ სხვა მეთოდებით გამეჩერებინა, ნიშნავდა იმას, რომ მას დავემსგავსებოდი და დიქტატურა დამემყარებინა. მე კი ამას ვერ გავაკეთებდი მარტივი მიზეზის გამო – მე და ივანიშვილი რადიკალურად განვსხვავდებით. მას ნულოვანი ემპათია აქვს ხალხის მიმართ, მე კი, ხალხი მიყვარს. ამიტომ, ნამდვილად ვერ ვიმოქმედებდი ისე, როგორც ეს საშიში ბოროტმოქმედი იქცევა. იმედია, გამიგებთ“, – აცხადებს სააკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×