
2025 წლის 5 იანვარს, გამთენიისას, საშინელი ტრაგედია დატრიალდა გალში, სოფელ საბერიოში, ჭოლარიების სახლში 5 ბავშვი ხანძარს ემსხვერპლა. ყველაზე უფროსი 8 წლის იყო, ყველაზე პატარა კი - 1 წლის. მათ მშობლებს, ვიტალი ჭოლარიას და ქრისტინე სორდიას, ამ ტრაგედიამდე კიდევ ერთი შვილი სამშობიაროშივე გარდაეცვალათ.
წარმოუდგენელი ტრაგედია ბავშვების მშობლების ურთიერთობაზეც აისახა. მთელი ქვეყანა ადევნებდა თვალს, როგორ გადაწყვიტა 26 წლის ქრისტინემ მეუღლესთან გაშორება და ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოთი განაცხადა. ცოტა ხნით ადრე კი წყვილი ერთად გეგმავდა, რომ ხელოვნური განაყოფიერების გზით შვილი კვლავ გაეჩინა.
ვიტალი ჭოლარიამ მეუღლესთან ურთიერთობის არევაში თურქეთში მცხოვრები სანდრა ზოიძე დაადანაშაულა. სანდრა ხელოვნური განაყოფიერების ფონდის ხელმძღვანელია. როგორც ამბობს, ფონდი იმ ქართველი წყვილებისთვის აგროვებს თანხებს, რომლებსაც ხელოვნური განაყოფიერების გასაკეთებლად ფინანსური საშუალება არ აქვთ.
სანდრა ზოიძის ფონდმა ვიტალი ჭოლარიასა და ქრისტინე სორდიასთვისაც შეაგროვა ფული, მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა. თურქეთში გამგზავრებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ქრისტინე სორდიამ მეუღლესთან დაშორების შესახებ გამოაცხადა და საქართველოში აღარ დაბრუნებულა.
ჟურნალი "სარკე"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე