
27 ოქტომბერს რესტორან „ქვევრის“ მფლობელი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ემიგრანტთა იმედი - შოთო სიხარულიძე გამოეხმაურა:
„გარდაიცვალა იტალიაში, ჩამოასვენებენ შაბათს. ბევრი მეკითხებით და მირეკავთ და აქ დავწერ ყველასთვის...
შაბათს ჩამოასვენებენ ბასლას იტალიიდან.
მეხის გავარდნას ჰგავს შენი უეცარი გარდაცვალება. მუდმივად კეთილშობილური განწყობის გამომსახველი თვალები, მუდამ ღიმილიანი სახე, მორიდებული ყველას მიმართ, წყნარი და მოკრძალებული. შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო., სიცოცხლეს შეჰხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი. ასე იცხოვრე ... ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? ცრემლით და დიდი ტკივილით უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი ღიმილი და ტკბილი საუბარი“, - წერს შოთო სიხარულიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე