რეზონანსი
29.10.2025

მომ­ღე­რალ სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძის მე­უღ­ლის, ბიზ­ნეს­მე­ნი­სა და მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რის ლაშა ბას­ლან­ძის მო­უ­ლოდ­ნელ­მა გარ­დაც­ვა­ლე­ბამ დიდი მწუ­ხა­რე­ბა გა­მო­იწ­ვია მის მე­გობ­რებ­სა და ოჯა­ხის წევ­რებ­ში. ტრა­გე­დი­ის ფონ­ზე, გარ­დაც­ვლი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ჩე­ნილ­მა არა­ერ­თმა უარ­ყო­ფით­მა და შე­უ­რა­ცხმყო­ფელ­მა კო­მენ­ტარ­მა ლაშა ბას­ლან­ძის მე­გობ­რე­ბი­სა და კო­ლე­გე­ბის მძაფ­რი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია. მომ­ღე­რა­ლი ნინი შერ­მა­დი­ნი ლაშა ბას­ლან­ძეს­თან მე­გობ­რო­ბას იხ­სე­ნებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს აკ­რი­ტი­კებს:

"ლა­შას უფალ­მა შე­უნ­დოს ყვე­ლა ცოდ­ვა და შე­უნ­დობს აუ­ცი­ლებ­ლად, ბევ­რი მად­ლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი დაგვტო­ვა, ვინც ვი­ლო­ცებთ მისი სუ­ლის ცხო­ნე­ბის­თვის, მაგ­რამ თქვენ რა გეშ­ვე­ლე­ბათ! თქვენ­თვის ვინ ილო­ცებს? ვის რაში აინ­ტე­რე­სებს თქვე­ნი დიპ­ლო­მი და გა­ნათ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბი არ ხართ! ვის უკი­თხავთ მო­რალს, პა­ტა­რა ბავ­შვს მამა უკ­ვდე­ბა და ამ ვი­დე­ოს აჰა­ჰა­ვებთ!

გოგო ქვრივ­დე­ბა და პი­რად­ში წერთ, აქ აღარ დავ­წერ რა­საც! ვინ გაგ­ზარ­დათ, სა­ი­დან მოხ­ვე­დით? რო­დი­დან გახ­და სხვი­სი ტრა­გე­დია საღ­ლი­ცი­ნო თქვე უბე­დურ დღე­ზე გა­ჩე­ნი­ლე­ბო! დღეს ვართ, ხვალ აღარ ვიქ­ნე­ბით, რა მი­გაქვთ ამ ქვეყ­ნი­დან კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბის მეტი? ვის რაში ჭირ­დე­ბა თქვე­ნი ემ­პა­თია! ამა­ზე მეტი პა­თო­ლო­გია აღარ არ­სე­ბობს! იქ­ნებ მო­წყა­ლე ღმერ­თმა თქვენც გიშ­ვე­ლოთ…“ - დაწერა ნინი შერმადინმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×