რეზონანსი
29.10.2025

მომღერალი ნინი ქარსელაძე, რესტორან "ქვევრის" და პროდიუსერ ლაშა ბასლანძის გარდაცვალებას „ინსტაგრამ სთორით“ ეხმაურება. მომღერალი იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც ბიზნესმენის გარდაცვალებაზე საშინელ კომენტარებს წერენ. 

"თქვენ უჯიშო და არაადამიანებო!!! არ გვაცდით საყვარელი ადამიანის და მეგობრის ტირილს? ვინ გაგაჩინათ ამ დონის საძაგლები? რა ჯიშის ხართ ან სად გაიზარდეთ? ყველაფერს პოლიტიკასთან როგორ აიგივებთ? აი, ეგაა თქვენი დამპალი და ბინძური აზროვნება! ვითომ პატრიოტებო! ფარისეველო, ამორალურო, საძაგელო უღმერთოებო!!!

ჩვენს ტკივილ,ს რა თქმა უნდა, ვერ გაიგებთ, ასეთი ადამიანები არც გვერდით გყოლიათ და არც არასოდეს გეღირსებათ ასეთი მეგობარი!!!

მაგრამ... აი, ამ საძაგელი კომენტარებისთვის მოვა დრო და ყველას გაგეცემათ პასუხი, თან ძალიან მწარედ. 

პ.ს: შეგნებულად არ ვდებ იმ საზიზღრობებს, რასაც წერთ", - დაწერა ნინი ქარსელაძემ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×