
თეატრისა და კინოს მსახიობს, გია ბურჯანაძეს ახლახან საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა.
"ძალიან საინტერესოა ცხოვრება და უაზრო რაღაცეებში ვკარგავთ დიდ დროს“ – ამბობს მსახიობი გია ბურჯანაძე, რომელიც სცენას დაუბრუნდა.
აღნიშნულ სტატუსზე, განვლილ ცხოვრებაზე, კარიერასა და მისი ცხოვრების გამოწვევებზე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა ცოტა ხნის წინ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
შეკითხვაზე – როგორია დღეს მისი ცხოვრება, მსახიობმა აღნიშნა: „სულ მეშინია, რომ სპექტაკლის დროს არ დამემართოს რამე. ვერაგი დაავადებაა. იმდენი ხალხი დადგა ჩემ გვერდით… თუ ცოცხალი ვარ, ეს ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანების დამსახურებაა. ერთხელ კონვერტით მომიტანეს წერილი, რაც მქონდა, ის მოგიტანე, ჩემს სახელზე ორ წამალს მაინც იყიდიო. მაშინ ვთქვი, ამ ხალხს იმედს ვერ გავუცრუებ-მეთქი. 64 წლის გავხდი, ყველაფერი ნანახი მაქვს ცხოვრებაში, კარგიც და ცუდიც. ქიმია მანგრევს, მაგრამ არ ვნებდები და აგერ მე და ალეკო მახარობლიშვილი ვთამაშობთ სპექტაკლს „იდუმალი ვარიაციები“.
ჩვენ ყველანი ჭიანჭველები ვართ. გვგონია, რამე შეგვიძლია, ასე ვიზამ, ისე ვიზამო, ვიბრიქებით. ძალიან სუსტები ვართ ამ სამყაროში და რომ არა ღვთის მფარველობა, რას შევძლებდით. ყველაფერი უფლის ნებაა, მაგრამ რადგან მოგავლინა უფალმა ამ ქვეყანაზე, რაც არ უნდა მოხდეს, ფარ-ხმალი არ უნდა დაყარო და ბოლომდე იბრძოლო“, – ამბობს გია ბურჯანაძე.
წყარო: კვირისპალიტრა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე