რეზონანსი
29.10.2025

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სანქციების გამკაცრების მოთხოვნების პარალელურად, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი თავად არიან ჩართულნი რუსული ნავთობის ექსპორტის ჩრდილოვან სქემებში.

„პოლიტიკა პოლიტიკად, მაგრამ ბიზნესი და ფული ყველას აინტერესებს. ხანდახან ჩვენკენ რომ გამოიშვერენ ხოლმე აბსოლუტურად დაუსაბუთებლად თითს, ეს არის ის კონკრეტული ფაქტები, რაც სანქცირებულ რუსეთთან ირიბ, პირდაპირ, თუ ფარულ ეკონომიკურ კავშირებზე მეტყველებს.

ეს არის ორმაგი სტანდარტი, როდესაც შენ გეუბნებიან, რომ არ გააკეთო, შენი ეკონომიკა ჩამოაქციე. მათ აქვთ ევროკავშირის ქოლგა და პარალელურად ფარულ გარიგებებს და ეკონომიკურ, ჩრდილოვან საქმიანობას ეწევიან“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×