რეზონანსი
29.10.2025

„ენერგო-პრო“ ჯგუფი, 20 ნოემბერს ავტომობილების/სპეციალური ტექნიკის დაზღვევის მომსახურებასთან დაკავშირებით ფასთაგამოკითხვის ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო“ ჯგუფი ავრცელებს.

მათი ცნობით, პროცესი ღია, ელექტრონული აუქციონის წესით ჩატარდება.

„ფასთაგამოკითხვა ცხადდება დაახლოებით 1100 ერთეულ ავტომობილის/სპეციალური ტექნიკის დაზღვევის მომსახურებაზე, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 15 000 000 დოლარია, ხოლო ავტომობილების მომსახურების არეალი საქართველოში ყველა ადმინისტრაციული ერთეულია.

საბუთების წარდგენის ვადა იქნება 11 ნოემბრის ჩათვლით.

ფასთაგამოკითხვაში მონაწილეთა კვალიფიციურობის კრიტერიუმები გამოცხადდება შემდეგ საიტებზე www.tenders.ge და www.etenders.ge ასევე კომპანიის ვებ გვერდზე www.energo-pro.ge “, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×