რეზონანსი
29.10.2025

რეზი არველაძის რძალმა ქეთი წიქვაძემ სამშობიაროდან გამოსვლისთანავე ფეხი მოიტეხა და ახლა სახლში ეტლით გადაადგილდება. "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი 39 წლის ასაკში რეზი არველაძის უფროსს ვაჟს, 31 წლის ნიკა არველაძეს გაჰყვა ცოლად და მათ ცოტა ხნის წინ შვილიც შეეძინათ.

„ჩემმა ქალიშვილმა ფეხი მოიტეხა. მასთანაც თითქმის ყოველდღე მივდივარ. სამშობიაროდან რომ გამოვიდა, მეორე დღეს ასე დაემართა. უფროსი ბავშვები სკოლაში დადიან, დილით ადრე ადგომა და სკოლაში წასასვლელად გამზადება სჭირდებათ, რასაც მე ვაგვარებ. ფეხმოტეხილი ქეთი ეტლით დადის და ისე უვლის პატარას, ჩვენც მაქსიმალურად ვეხმარებით. მეუღლე ძალიან უდგას გვერდით.

ნიკა ძალიან ყურადღებიანი, არაჩვეულებრივი მამაა, კარგი მეუღლე. ძალიან იმედიანად ვარ, რადგან ვიცი, რომ ნიკა ყურადღებას არ აკლებს ცოლ-შვილს და ქეთის ძალიან ეხმარება. ბებია-ბაბუაც ძალიან ჩართულები არიან და მოკლედ, ყოველდღიურად ყველანი მაქსიმალურად ვართ პატარა რეზის გაზრდით მოცულნი", - განუცხადა „კვირის პალიტრას“ ნანა ლორთქიფანიძემ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×