რეზონანსი
28.10.2025

 დამხობის პროცესი და დამხობისკენ მოწოდება სლოგანი ვერ იქნება, კონსტიტუცია წაიკითხოს, სისხლის სამართლის კოდექსი წაიკითხოს, დრო აქვს საკმარისად, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ლევან ხაბეიშვილზე საუბრისას.

მისივე თქმით, როდესაც ხაბეიშვილი კუნთებზე იყურებოდა და ამბობდა დავამხობთ, აბა რას ვიზამთო, არასად არ უთქვამს, რომ ეს სლოგანი იყო, არც ტრაფარეტი გამოუკრავს, რომ მის მიერ ნათქვამი სიტყვები მხოლოდ სლოგანი იყო და იქ რომ მივიდოდნენ მშვიდობიანი აქცია ექნებოდათ.

მოსამართლემ ლევან ხაბეიშვილი პატიმრობაში დატოვა. ხაბეიშვილს ორი მუხლით ედავებიან: უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირება. ასევე, საჯაროდ მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ. ბრალი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×