რეზონანსი
28.10.2025

24 ოქ­ტომ­ბერს სამ­ტრე­დია-აბა­შის გზა­ზე მომ­ხდარ უმ­ძი­მე­სი ავა­რი­ას, 19 წლის ბი­ჭის, ბაჩო ლა­სა­რე­იშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა. მას სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი ტრავ­მე­ბი ჰქონ­და. ამ დრომ­დე სიკ­ვდილს ებ­რძვის მისი მე­უღ­ლე, ლიკა კუ­ჭუ­ხი­ძე, რო­მე­ლიც მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა და ექი­მე­ბი მის გა­და­სარ­ჩე­ნად ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ.

რო­გორც ირ­კვე­ვა, მე­ო­რე დღეს ბაჩო ლა­სა­რე­იშ­ვი­ლი მე­გობ­რის ქორ­წილ­ში მეჯ­ვა­რე უნდა ყო­ფი­ლი­ყო და ამი­ტომ მან­ქა­ნა მას უკვე სა­ქორ­წი­ნოდ მო­წყო­ბი­ლი ჰქონ­და, თუმ­ცა ეს სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. მან­ქა­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და ბაჩო ლა­სა­რე­იშ­ვი­ლის ბი­ძაც, რო­მე­ლიც ასე­ვე კლი­ნი­კა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბით.

"ამ­ბო­ბენ, თით­ქოს მე­ქორ­წი­ლე­ე­ბის მან­ქა­ნა მოჰყ­ვა ავა­რი­ა­შიო, მაგ­რამ ეს არ არის მარ­თა­ლი, მე­ო­რე დღეს მი­დი­ოდ­ნენ ქორ­წილ­ში, მეჯ­ვა­რე ბაჩო უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ერ­თმა­ნეთს რამ­დე­ნი­მე ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა, გა­დაბ­რუნ­და ეს მან­ქა­ნა, ბაჩო, მისი მე­უღ­ლე ლიკა და ბა­ჩოს ბიძა იყ­ვნენ მან­ქა­ნა­ში. რო­გორც ვიცი, მან­ქა­ნას მარ­თავ­და ბა­ჩოს ბიძა, ას­ლა­ნი, ბაჩო კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, ახლა სიკ­ვდილს ებ­რძვის მისი ფეხ­მძი­მე მე­უღ­ლე ლიკა. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა არის ძა­ლი­ან რთუ­ლი, გუ­შინ მი­თხრეს, რომ თით­ქოს რა­ღაც პრო­ცენ­ტით არის უკე­თე­სო­ბაო. აპა­რატ­ზეა შე­ერ­თე­ბუ­ლი. ქუ­თა­ის­ში წევს. თავ­ზე ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და, ასე­ვე გულ­მკერ­დი აქვს ჩამ­ტვრე­უ­ლიო. 

ბაჩო დე­დი­სერ­თაა, მშობ­ლე­ბი გა­შო­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან და ბი­ძის სახ­ლში იზ­რდე­ბო­და. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ახალ­გაზ­რდა იყო და გაგ­ვა­ნად­გუ­რა ამ ამ­ბავ­მა. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, სას­წრა­ფოს ექიმს ვე­ლა­პა­რა­კე პი­რა­დად, მი­თხრა, თა­ვი­დან გო­ნე­ბა­ზე იყო, ლა­პა­რა­კობ­დაო, მერე დამ­ძიმ­და.

სა­ო­ცა­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და ბი­ძას და დის­შვილს. ძა­ლი­ან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. ბიძა გა­დარ­ჩა, მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი აქვს, კლი­ნი­კა­შია, მაგ­რამ არ იცის რომ ბაჩო აღარ ჰყავს ცო­ცხა­ლი. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და და ალ­ბათ ნა­ხეთ მათი ქორ­წი­ლის ვი­დეო კად­რე­ბი, რო­გო­რი ბედ­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ, რო­გო­რი ბედ­ნი­ე­რი იყო მისი დედა ერ­თა­დერ­თი შვი­ლის და­ქორ­წი­ნე­ბით და რამ­დე­ნი­მე თვე­ში ამ­ხე­ლა ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. ბა­ჩოს დედა შვე­ი­ცა­რი­ა­ში იყო და ახლა ჩა­მო­ვი­და. ლი­კას დე­დაც ემიგ­რა­ცი­ა­ში იყო და ისიც ჩა­მო­ვი­და. ღმერ­თმა გა­და­არ­ჩი­ნოს ეს ლა­მა­ზი გოგო", - განუცხადა "ამბებს" ად­გი­ლობ­რი­ვმა.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×