რეზონანსი
28.10.2025

“ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ოპოზიციური პარტიების გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში შესატან სარჩელზე ოპოზიციური სპექტრის რეაქციას, სოციალურ ქსელში აფასებს.

ქადაგიძის თქმით, ოპოზიციამ არც საპარლამენტო არჩევნები აღიარა, ბოიკოტი გამოუცხადა თვითმმართველობის არჩვენებსაც და პოლიტიკური პროცესი ქუჩაში გადაიტანა. შესაბამისად, მისთვის გაუგებარია, რაში სჭირდება ოპოზიციას მხოლოდ ფურცელზე რეგისტრირებული პარტიები მაშინ, როცა თავადვე აცხადებენ, რომ ხელისუფლების დამხობის გარდა, სხვა გზა არ აქვთ. 

“2024 წლის არჩევნების შედეგები არ აღიარეს;

მანდატები გადაყარეს;

ეუთო/ოდირის დასკვნა ფეხზე დაიკიდეს;

პარლამენტის ლეგიტიმაცია არ სცნეს;

სახელმწიფო ინსტიტუციებს არ აღიარებენ;

2025 წლის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს;

პოლიტიკური პროცესი ქუჩაში გადაიტანეს;

ხელისუფლების ცვლილების ერთადერთ გზად რევოლუცია მიაჩნიათ.

ამ ყველაფრის მერე, რას წკმუტუნებენ პარტიების გაუქმებაზე? თავად ამბობენ, რომ ხელისუფლების დამხობის გარდა სხვა გზა არ აქვთ და რა ჯანდაბად უნდათ ფურცელზე რეგისტრირებული პარტია? თუ აქვთ ერთი ადგილი, მოაწყონ რევოლუცია... მაგრამ 300 კაცით ნამეტანი გაუჭირდებათ”, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×