რეზონანსი
28.10.2025

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, სამშაბათს Reuters-ს განუცხადა, რომ აშშ-ის მთავრობამ წერილობითი გარანტიები მისცა და გერმანიაში „როსნეფტის“ ოპერაციები ახალი ენერგეტიკული სანქციების ქვეშ არ მოექცეოდა, რადგან აქტივები რუსეთის კონტროლის ქვეშ აღარ იმყოფებოდა.

ეკონომიკის მინისტრმა, კეტრინ რაიხემ განაცხადა, რომ აშშ-მ გუშინ ღამით „მხარდაჭერის წერილი“ გაავრცელა, რომელშიც აღიარა, რომ გერმანიაში „როსნეფტის“ ოპერაციები, მისი რუსული მშობელი კომპანიისგან, სრულიად განცალკევებულია.

ცნობისთვის, გერმანიამ ვაშინგტონს განმარტებები მოსთხოვა მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ახალი სანქციები შემოიღო, რომლებიც დასავლურ ბანკებსა და კლიენტებს რუსული კომპანიების შვილობილ კომპანიებთან თანამშრომლობას უკრძალავს.

ბერლინმა განაცხადა, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, რომლებიც 2022 წლიდან გერმანიის მეურვეობის ქვეშ იმყოფებიან, გამოყოფილია მშობელი კომპანიისგან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გადამწყვეტ როლს ასრულებენ ქვეყნის საწვავით მომარაგებაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×