რეზონანსი
28.10.2025

გედევან ფოფხაძემ, დარეჯან ცხვიტარიამ და სხვა მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირზე შიმშილობა დაიწყეს. ფოფხაძის განცხადებით, ქუჩის გადაკეტვა არ არის ერთადერთი ფორმა, რომელიც აქციის მონაწილეებმა უნდა გამოიყენონ. მისი თქმით, რეჟიმს პროტესტის უფრო რადიკალური ფორმა უნდა დაუპირისპირონ.

„რეალობა შეიქმნა ისეთი, რომ საპროტესტო მოძრაობის წევრებს ყოველდღიურ რეჟიმში იჭერენ. ქვეყანა ძალიან ფორსირებულად და დიდი ნაბიჯებით მიდის დიქტატურისკენ და ერთადერთი რაც ამ პროცესს შეაჩერებს, ეს ყველაფერი ისევ რომ ჩადგეს პოლიტიკურ ჩარჩოში. თუ ჩვენ არ შევთანხმდებით იმაზე, რომ ქვეყნაში არ უნდა იყოს გაყალბებული არჩევნებით არჩეული პარლამენტი და არ უნდა იყვნენ პოლიტპატიმრები, ქვეყანა უბრალოდ ვერ განვითარდება. 

ქუჩის გადაკეტვა არ არის ერთადერთი ფორმა, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ, ამ ფორმით ჩვენ უნდა მოვახდინოთ ახალი საპროტესტო კერის გაჩენა. რასაც რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გამო, რაც კონსტიტუციური უფლებაა ხალხის, აკეთებს ხელისუფლება, მე მიმაჩნია, რომ ამას უნდა დავუპირისპიროთ პროტესტის ახალი ფორმა, ამ შემთხვევაში ეს არ არის რადიკალურად ახალი ფორმა, მაგრამ არის ის ფორმა, რომელიც არის ეფექტური და რომელიც ჩემი აზრით, ამ ვითარებაში არის ადეკვატური იმ რეალობის, რომელიც შექმნა რეჟიმმა“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×