რეზონანსი
28.10.2025

ეს არის კიდევ ერთი შეტევა ქართულ სახელმწიფოზე, ქართულ ინსტიტუტებზე და ქართველი ხალხის ნებაზე, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.

მან ამგვარად შეაფასა ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა (ALDE) 25 ოქტომბერს, ბრიუსელში გამართულ პარტიულ კონგრესზე მიღებული რეზოლუცია, რომელიც „გმობს გაყალბებულ არჩევნებს“ საქართველოში და მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს ევროკავშირს.

სამხარაძემ აქვე აღნიშნა, რომ ამგვარ შეტევებს მნიშვნელობა არ აქვს.

„ამ შეტევებს არც შედეგი მოაქვს და არც არანაირი მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ ქართველი ხალხი თვითონ წყვეტს, ვის მისცეს ლეგიტიმაცია. ევროპულ პოლიტიკურ წრეებში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ეუთო/ოდირს არ ურჩევდნენ საქართველოში გამგზავრებას არჩევნებზე დასაკვირვებლად და მათ შორის ჩვენი ქართული რადიკალური ოპოზიციის წევრებიც იგივე აზრზე იყვნენ, რომ ეუთო/ოდირი არ უნდა ჩამოსულიყო საქართველოში არჩევნებზე დასაკვირვებლად. ეს სცენარი მათ წინასწარ დადგმული ჰქონდათ, წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი და უბრალოდ, მოიმიზეზეს ის, რომ თითქოს, საქართველოს ხელისუფლებამ მათ მოწვევის წერილი გვიან გაუგზავნა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×