რეზონანსი
28.10.2025

27 ოქტომბერს რესტორან „ქვევრის“ მფლობელი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა. შემზარავია ის ფაქტი, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი დიდ სიხარულად იქცა.

„დაიჯესტმა“ გადაწყვიტა, ის ადამიანები გაგაცნოთ, რომლებმაც ლაშა ბასლანძის გარდაცვალების შემდეგ სიხარული ვერ დამალა.

„თან რომში რომ იყო... თვითონ გაილაღა ევროპაში და ამათ ყანაში ასამარებდა, მაგრამ მაინც „ბასლააა“. ფუ, რა ყ@ე „ნაროდია“, - წერს ნიქო გორგილაძე.

„გუშინ, ეს მოგვიძღვნა პატრიოტებს, დღეს კი ზედოზირებით მოკვდა...

ცოცხებო, ჩემს პოსტს რომ აფრიალებთ, ეს პოსტიც წაიღეთ და გაითვალისწინეთ. თქვენ, ოღონდ ჩაძაღლდით უკლებლივ ყველა რუსქოცი, ხიხოც თან წაიყვანეთ და დედას გეფიცებით არცერთ პოსტს არ დავწერ მაგ თემაზე. მეც მიყვარხართ“, - წერს მეგი გოცირიძე.

„მიაკვდა ძაღლი სულში“, - წერს აქტივისტი თათია აფრიამაშვილი.

„როცა ქვეყანას და შენ ხალხს ფულში ცვლი, უკვე მკვდარი ხარ. დანარჩენი მხოლოდ ბიოლოგიაა. ადრე თუ გვიან ყველა მოვკვდებით ფიზიკურად“, - წერს „აქტივისტი“ გიორგი ახობაძე.

შემდეგი, რომელიც მასში ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეულ სიხარულს„ომის წესებით“ ამართლებს, თეონა ცხომელიძეა. იგი ჟურნალისტი და რადიკალური აქციის მომხრეა.

„ომში ვართ.

ომში არსებობენ მოკავშირეები ან მტრები. მტერი არ უყვართ, არ ეცოდებათ, არ ეფერებიან.

ომს თავისი წესები აქვს: - თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ.

მე არ ამირჩევია ეს ომი, ვცხოვრობდი კეთილსინდისიერ, ჰუმანურ მოქალაქედ, მაგრამ არ მაცალეს. ახლა ვცხოვრობ ომის წესებით. იმიტომ რომ ომში ვართ“, - წერს თეონა ცხომელიძე.

„მე რომ გამიტაცეს, გამფაქტეს და ტყუილად ვიჯექი 119 დღე, მაშინ დასცინოდა ყველა დაჭერილს. ჩემი მიტევება არ უშველის მაგ ამბავს, თორემ ჰა, მივუტევე კიდეც და ფეხებზეც მკიდია, „აბაროტს“ არ ვეძებ. მოსაკლავს კლავს, გასაჩენს აჩენს, ასეთია ცხოვრება! მტერზე დიდსულოვანი რომ ხარ სისუსტეში არ უნდა

გადაგივიდეს, თორემ სულ დაგაზიანებს მტერი“, - წერს დავით ხარშილაძე (ელისო კილაძის შვილი).

წყარო: "დაიჯესტი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×