
გუშინ საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავარიის დროს დაშავებული 18 წლის გოგონა უკეთაა და მას ბავშვიც შეუნარჩუნდა.
"ამ ეტაპზე სასიხარულო ინფორმაციაა, ფილტვებმა დაიწყო ფუნქციონირება, ბავშვიც შეუნარჩუნდა", - წერენ სოციალურ ქსელში.
როგორც ახლობლები ამბობენ, ბაჩო მეორე დღეს ქორწილში მეჯვარე უნდა ყოფილიყო და წინა საღამოს მანქანა მორთო და ქორწილისთვის ემზადებოდა.
"მეჯვარე იყო, წინა საღამოს მორთო მანქანა" - აღნიშნავენ ახლობლები.
აბაშაში მომხდარ ავარიას 19 წლის ბაჩო ლასარეიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. მისი მეუღლე კი ამ დრომდე კლინიკაშია. ლიკა და ბაჩო 4 თვის დაქორწინებულები იყვნენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე