რეზონანსი
28.10.2025

როდესაც საქმე აშშ-ს დაცვას ეხება, ჩვენ პოლიტკორექტულები აღარ ვიქნებით, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იოკოსუკაში, აშშ-ის საზღვაო ბაზაზე ამერიკელი ჯარისკაცების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„წინა ადმინისტრაციებისგან განსხვავებით, ჩვენ პოლიტკორექტულები აღარ ვიქნებით. როდესაც საქმე აშშ-ს დაცვას ეხება, ჩვენ პოლიტკორექტულები აღარ ვიქნებით. ჩვენს ქვეყანას ყველა საჭირო საშუალებით დავიცავთ და ეს, როგორც წესი, პოლიტკორექტული გზა არ არის“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, „აშშ-ს მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალები ჰყავს“.

„ჩვენი მსგავსი არმია არ არსებობს. ჩვენი მსგავსი იარაღი არავის აქვს და ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები გავხდებით, ვიდრე ოდესმე“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×