რეზონანსი
28.10.2025

ხაინდრავა, სისხლში გასვლილი კაცი, ჩემზე როგორ უნდა ამბობდეს ეს მღვდელი როგორ უნდა იყოსო. ეგ საერთოდ როგორ უნდა საუბრობდეს, ის უკვე ციხეში უნდა იყოს ჩამპალი, - განაცხადა არქიმანდრიტმა, დოროთე ყურაშვილმა გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“.

„ხაინდრავამ თქვა, რომ როგორ შეიძლება მაგას მღვდლის შესამოსელი ეცვასო, სატანისტებთან დგასო, ჩუჩელა რომ დაწვესო და რაღაც ნაძვისხეო. რავიცი, რა დაწვეს, ბავშვებმა რაღაცა დაწვესო და იქ რომ ხალხი დახოცეს? ამას ხაინდრავა ვერ ხედავს, მაგრამ ხალხის დახოცვა ხაინდრავასთვის ხომ გმირობაა და რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, ის მას აქვს გაკეთებული თავის დროზე. ხალხი დახოცა ქუჩაში ავტომატებით და ხაინდრავა საერთოდ როგორ უნდა საუბრობდეს, ერს როგორ უნდა ესაუბრებოდეს, ის უკვე ციხეში უნდა იყოს ჩამპალი“, - განაცხადა არქიმანდრიტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×