რეზონანსი
28.10.2025

ეკლესია ინგრევა. მწვალებლობა, ეს არის ეკლესიისთვის საშინელება. მეუფე სტეფანე ტრაქტორიდან გადმოსვეს, დასვეს ეპისკოპოსის სკამზე, კვერთხი მისცეს ხელში, იმ კვერთხზე გველები ახატია და იძახის, ეს ურჩხულებია და ჯვარს ებრძვისო, არადა, ეს არის სიმბოლო ქრისტესი, მოსემ რომ სპილენძის გველი აღამაღლა, იმის სიმბოლოა, - ამის შესახებ არქიმანდრიტმა, დოროთე ყურაშვილმა, გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ განაცხადა. 

ყურაშვილის თქმით, მეუფე სტეფანეს ზოგიერთი მღვდელი აჰყვა და მას გველს ეძახიან, თუმცა, არქიმანდრიტი მიიჩნევს, რომ ეს მღვდლები უვიცები არიან და რაც უნდათ, შეუძლიათ ის უწოდონ. 

ამასთან, დოროთე ყურაშვილი აცხადებს, რომ ეკლესიის დამცველი მარტო თავად ყოფილა, ვინაიდან, ეკლესიაში მწვალებლობის გავრცელების პარალელურად, პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო, "არხეინად არის".

"[მეუფე სტეფანეს] კვერთხი დააკავებინეს, ეს უმნიშვნელოვანესი კვერთხია, წირვის და ეპისკოპოსი იძახის, ეს გველეშაპები ებრძვის ამ ჯვარს და ვერ ერევა ჯვარსო. ეს მწვალებლობა არ არის, ეს არის უვიცობა, მაგრამ იქ, ზიარებაზე რასაც ასწავლის, იმას შეუძლია ერის დაღუპვა, ქრისტიანობის მოსპობა შეუძლია. ამიტომ ვიძახი, ეს კაცი დაიბარეთ, გამოასწორებინეთ. მარტო ის ათქმევინეთ, რომ რაც დოროთემ თქვა, ის სწორია, თქვას ეგ, არ მინდა ბოდიშიც, რომ ხალხმა გაიგოს, იმიტომ, რომ ვიღაცები აყვნენ, მღვდლები და მე მეძახიან გველს. რაც გინდათ, ის მეძახონ, ის მღვდლები ჩემთვის უვიცები არიან, მაგრამ, იმას ხომ ხალხი ჰყავს და ვრცელდება მწვალებლობა. მეუფე შიო არხეინად არის და მამა მიქაელი მეუბნება, შენ შემოიტანე სინოდზე და შეიძლება განიხილონო - მე უნდა შევიტანო და მე ვყოფილვარ მარტო ეკლესიის დამცველი. კი ბატონო, მე თუ ვარ მარტო ეკლესიის დამცველი, მე ვეტყვი მეუფე შიოს, მამა ანდრიას და მამა მიქაელს, რომ მე ჯვრის გარეშეც დავიცავ ეკლესიას, ჯვრითაც დავიცავ - ვგულისხმობ ჩემს მღვდლობას და ეს რომ ამხსნან ზეგ, მე მაინც დავიცავ ეკლესიას და მათ არ გავანადგურებინებ საქართველოს ეკლესიას და არც იმ ხალხს, რომლებსაც სატანისტებს ეძახიან." - განაცხადა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×