რეზონანსი
27.10.2025

 "მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ასეთ გან­სა­კუთ­რე­ბულ დღეს სა­შუ­ა­ლე­ბა მაქვს სი­ტყვით მოგ­მარ­თოთ მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი პრე­მი­ის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ის ფარ­გლებ­ში. დღე­ვან­დე­ლი თა­რი­ღი შერ­ჩე­უ­ლია ყვე­ლა­ზე სა­პა­ტიო და ლო­გი­კუ­რი სა­ხით - დღეს არის ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის დღე, 27 ოქ­ტომ­ბე­რი. 185 წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც და­ი­ბა­და უდი­დე­სი ქარ­თვე­ლი პე­და­გო­გი, სა­ქარ­თვე­ლო­ში მეც­ნი­ე­რუ­ლი პე­და­გო­გი­კის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი, პუბ­ლი­ცის­ტი, სა­ბავ­შვო მწე­რა­ლი, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე და უბ­რა­ლოდ, „აი-იას" შემ­ქმნე­ლი, ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი," - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი პრე­მი­ის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ აღ­ნიშ­ნა, ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი, ჩვენს შვი­ლებ­შია. ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მო­მა­ვალს კი, მშობ­ლებ­თან ერ­თად, მას­წავ­ლებ­ლე­ბი გან­სა­ზღვრა­ვენ.

"მთე­ლი ქარ­თუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ცოდ­ნა, გა­ნათ­ლე­ბა, პე­და­გო­გი­კა, ქარ­თუ­ლი ენა, ან­ბა­ნი, წარ­მო­ად­გენს ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბის ფუნ­და­მენტს, რო­მელ­საც მეც­ნი­ე­რუ­ლი და სა­ყო­ველ­თაო ფორ­მით სა­ფუძ­ვე­ლი ია­კობ გო­გე­ბაშ­ვილ­მა ჩა­უ­ყა­რა. მას შემ­დეგ ეს პრაქ­ტი­კა და მემ­კვიდ­რე­ო­ბა არა­სო­დეს გა­წყვე­ტი­ლა, მი­უ­ხე­და­ვად მრა­ვა­ლი ქარ­ტე­ხი­ლი­სა, რაც გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნე­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლომ გა­მო­ი­ა­რა.

დღეს ჩვენ გვხვდა პა­ტი­ვი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მივ­ხე­დოთ ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს სა­უნ­ჯეს - დაგ­რო­ვილ ცოდ­ნას, ეროვ­ნულ თვით­შეგ­ნე­ბას და მო­მა­ვალ თა­ო­ბას. მას­წავ­ლე­ბე­ლი წარ­მო­ად­გენს და უნდა წარ­მო­ად­გენ­დეს ჩვენ­ნა­ი­რი, მრა­ვა­ლ­ჭირ­ნა­ხუ­ლი ქვეყ­ნის მთა­ვარ ფა­სე­უ­ლო­ბას, რად­გა­ნაც სწო­რედ თქვენ ხართ ხიდი წარ­სულ­სა და მო­მა­ვალს შო­რის, ჩვენს წი­ნაპ­რებ­სა და ჩვენს შთა­მო­მავ­ლო­ბას შო­რის.

აწ­მყო შო­ბი­ლი წარ­სუ­ლი­სა­გან, არის მშო­ბე­ლი მო­მავ­ლი­სა. ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი, ჩვენს შვი­ლებ­შია. ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მო­მა­ვალს კი, მშობ­ლებ­თან ერ­თად, გან­სა­ზღვრავთ თქვენ, მას­წავ­ლებ­ლე­ბი. სწო­რედ ამი­ტომ, დღე­ვან­დელ სიმ­ბო­ლურ დღეს, ჩვენ გა­დავ­ცემთ მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნულ პრე­მი­ას, რათა კი­დევ ერთხელ გა­ვუს­ვათ ხაზი მას­წავ­ლებ­ლის როლს, შრო­მას და ღვაწლს თა­ო­ბე­ბის, ერი­სა და სამ­შობ­ლოს წი­ნა­შე.,"- გა­ნა­ცხა­და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ასე­ვე ისა­უბ­რა და­გეგ­მილ გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ რე­ფორ­მის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში დიდი როლი აქვთ მას­წავ­ლებ­ლებს.

"დღე­ვან­დე­ლი დღე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია იმი­თაც, რომ სულ ცოტა ხნის წინ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გა­მო­ა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი და ფუნ­და­მენ­ტუ­რი რე­ფორ­მა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას შე­ე­ხე­ბა. ჩვენ ვე­ლით გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს ისეთ სრულ­ფა­სო­ვან და ყოვ­ლის­მომ­ცველ გა­და­აზ­რე­ბას და ინ­ტეგ­რა­ცი­ას სა­ხელ­მწი­ფოს შრო­მის, ცოდ­ნი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სექ­ტო­რებ­თან, რო­გორ­საც იმ­სა­ხუ­რებს ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო, მისი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, მისი ის­ტო­რია და მისი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი. ამ პრო­ცეს­ში კი ცხა­დია უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია მას­წავ­ლებ­ლე­ბის, პე­და­გო­გე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის როლი. თქვე­ნი შრო­მის და­ფა­სე­ბა, შრო­მის ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის ზრდა, უფრო მეტ, გა­ცი­ლე­ბით ხელ­შე­სა­ხებ შე­დე­გად უნდა იქ­ცეს. სწო­რედ ასე ავა­შე­ნებთ ერ­თი­ან, ძლი­ერ და მო­მავ­ლის სა­ქარ­თვე­ლოს,"- გა­ნა­ცხა­და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×