რეზონანსი
27.10.2025

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა „დღის ქრონიკაში განათლების რეფორმასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, მიმდინარეობს შეხვედრები მიზნობრივ ჯგუფებთან და ხელისუფლება მზად არის, რეფორმასთან დაკავშირებით არგუმენტირებული უკუკავშირი მოისმინოს.

„ორი კვირაც არ არის გასული, რაც პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ წარადგინა უმაღლესი სასწავლებლების რეფორმის კონცეფცია. ეს არის ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდება. მისი განხორციელება დაიწყება მაშინვე, როგორც კი მთავრობა მას მოიწონებს. ამჟამად ვართ განხილვის პროცესში და სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფს ვხვდებით იმისთვის, რომ მოვისმინოთ მათგან უკუკავშირი, არგუმენტები, თუ რაიმე მიუღებელია. ამ დრომდე ჩვენ რაიმე არსებითი, რომელიც იქნებოდა არგუმენტებზე დაფუძნებული, ჯერჯერობით არ მოგვისმენია.

არაერთი სპეკულაციური და მიზანმიმართული განცხადება მოვისმინეთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც რადიკალურ ჯგუფებთან არიან დაკავშირებულები და რომლებსაც თავის დროზე, სამინისტროში საკმაოდ მაღალი პოზიციები ჰქონდათ, თუმცა არაფერი გაუკეთებიათ ამ რეფორმისთვის. პირიქით, რაც გააკეთეს, ეს იყო განათლების სისტემისთვის დამაზიანებელი. ახლა, როდესაც ჩვენ კონკრეტულ ხედვას ვთავაზობთ, ამავდროულად ამის განხილვას და არგუმენტირებულ პასუხს ვთავაზობთ, ამის ნაცვლად ვიღებთ სპეკულაციურ განცხადებებს. ყველამ კარგად გაიგო ბოლო დღეებში, რომ არაფერი ეწინააღმდეგება ბოლონიის პროცესს“, - აღნიშნა მიქანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×