რეზონანსი
27.10.2025

„საქართველოს უნივერსიტეტის“ პრეზიდენტის გიული ალასანიას განცხადებით, მათ „საქართველოს უნივერსიტეტის“ შენობები ძალიან ძვირად აქვთ ნაყიდი.

ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედას ჟურნალისტებმა კომენტარის გაკეთება სთხოვეს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადებაზე, რომელმაც პროკურატურას წერილობით 17 ოქტომბერს მიმართა და საუბრობდა „საქართველოს უნივერსიტეტისთვის“ შენობის უკანონო პრივატიზების ფაქტზე.

„შენობები ძალიან ძვირად ვიყიდეთ. ეს ყველაფერი [საბუთები] იუსტიციის სახლში ინახება, საჯაროა და გავასაჯაროებთ. შენობები, რაც გვქონდა, არც ეკუთვნოდა „გეპეის“. არც ლაბორატორიები ყოფილა იქ, ტყუილია“, - აღნიშნა ალასანიამ.

გიული ალასანიას „საქართველოს უნივერსიტეტისთვის“ შენობის უკანონო პრივატიზების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×