რეზონანსი
26.10.2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში ახალგაზრდა კაცი მოულოდნელად გარდაიცვალა.

"სახლში მივიდა, წამოვწვები, ცოტას დავისვენებო, უთქვამს… ვეღარ გაიღვიძა, გარდაცვლილი ნახეს. სავარაუდოდ, თრომბით დაიღუპა”, - ამბობს “გურია ნიუსთან” გარდაცვლილი ბათურა სიხარულიძის ახლობელი.

“სიტყვები უძლურია, როცა სიცოცხლე ასე მოულოდნელად ჩერდება…

ამ დროს სიჩუმე უფრო მეტს ამბობს, ვიდრე სიტყვები — ის სიჩუმე, სადაც დარჩა მისი სითბო, ღიმილი და ყველა დაუმთავრებელი ოცნება.

უფალს ებარებოდე, ბათურა…

ძალიან დამენანე და გული დამწყვიტე…

ვიზიარებ ამირან სიხარულიძის და მთელი ოჯახის ამ უდიდეს მწუხარებას…

ვერაფრით რომ ვერ ანუგეშებ ადამიანს და რამის თქმაც რომ გეუხერხულება ისაა…”

“ბიჭოო, ეს რა თავზარდამცემი ამბავი გავიგე. რა დაგემართა ბათურა”, - წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ბიჭის ახლობლები.

გურიანიუსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×